ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ორი კოტეჯი აშენდა

ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ ხის კოტეჯები აშენდა.

ხის პატარა სახლები მზის პანელებით არის აღჭურვილი. თითოეულ კოტეჯში რვა საწოლი დგას, არის სამზარეულოც.

ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული სერვისით. კოტეჯები ფრინველებზე დასაკვირვებელ შენობასთან ახლოს მდებარეობს.

მშენებლობა დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამის “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ ENPARD II -ის და “კავკასიის ბუნების ფონდის” CNF-ის მიერ.

სამუშაოებისთვის 113 772 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები