გორში ტექნიკის მაღაზიიდან ორი მობილური ტელეფონი მოიპარეს

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზიიდან ორი მობილური ტელეფონი მოიპარეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

“საღამოს ძალიან ბევრი ხალხი შევიდა მაღაზიაში. კონკრეტულად ვინმეზე ეჭვის მიტანა ძნელია. მოვიდა პოლიცია და დაიწყეს ძიება. გარე პერიმეტრზე კამერები აყენია და წესით ყველა პირობაა იმისა, რომ დროულად გამოიძიონ საქმე. როგორც ვიცი ამ ორი ტელეფონის ფასი 1500 ლარამდეა“, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტომ მომხდარის გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები