გორის თეატრი საპრემიერო ჩვენებას ვაჟა გაფრინდაშვილს მიუძღვნის

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი სპექტაკლის, “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” საპრემიერო ჩვენებას  საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მიუძღვნის.
„გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი დაგეგმილ საპრემიერო ჩვენებას საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებულ ცნობილ ექიმს მიუძღვნის. ელენე მაცხონაშვილის რეჟისორული ნერისთავის თეატრი და სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი 21 და 22 ნოემბერს წარმოდგენილ პრემიერას უძღვნის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს“,- ნათქვამია გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის განცხადებაში.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე-ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი ე.წ პატიმრობა შეუფარდეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები