მარტვილში ტყის ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები განახლდა

მარტვლის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მახლობლად, ტყის ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობას 50 მეხანძრე-მაშველი განაგრძობს. ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ასევე ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.
ცნობისთვის, რთული რელიეფის გამო ადგილზე სამაშველო ტექნიკა ვერ ახერხებს მისვლას. შემხთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი დასახლებული პუნქტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები