ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 27 წლის მამაკაცი დაშავდა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მას გულმკერდისა და თავის ქალის ტრავმა აღენიშნება.
,,27 წლის მამაკაცს თავის ქალის ტრავმა აქვს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღე ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება”- განაცხადეს ბათუმის ,,მედ-ცენტრში”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები