იუსტიციის მინისტრმა ამბროლაურში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

0

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამბროლაურში საქართველოში რიგით 71-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მინისტრმა საგანგებოდ მოწყობილი სცენიდან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და მათ თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა.
წულუკიანმა ახალი შენობა მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა, გაეცნო დასაქმებულ პერსონალს და საზეიმო ტორტიც გაჭრა.
თეა წულუკიანმა “რეგიონულ კვირასთან” განაცხადა, რომ ამბროლაურის საზოგადოებრივი ცენტრი არის ევროპული ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, სადაც მოსახლეობას ერთ სივრცეში სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება შეეძლება.

“დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ამბროლაურში, იმ ადგილას და იმ სივრცეებში, სადაც ადრე ძველი საბჭოური ატმოსფერო სუფევდა, ჩვენ გავხსენით საზოგადოებრივი ცენტრი ევროპული ინფრასტრუქტურით, შეხვედრების და კომპიუტერების  უფასო დარბაზებით, რომელიც არის იგივე სერვისების მიმწოდებელია მოქალაქეებისთვის, რასაც თბილისის დიდი იუსტიციის სახლი აწვდის მათ, რადგან მთავრობის კურსი მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით სწორედ ასეთ მიდგომებს ახორციელებს. აქ იქნება სამოქალაქო და საჯარო რეესტრი, ეროვნული არქივი, ასევე განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროების სერვისები, და კერძო სექტორიდან ჩვენი ორი მეგობარი სექტორი – „მაგთისა“ და „ლიბერთის“ სერვისებიც – უკაბელო ინტერნეტი და საბანკო-საპენსიო მომსახურეობა. ასევე აქ იქნება აღმასრულებელი და პრობაციის ოფიცერიც. ვულოცავ ყველას და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ამ რეგიონში ჯერ არ დაგვისრულების საზოგადოებრივი ცენტრების გახსნა და წინ კიდევ ბევრი სიახლე გველის”, – თქვა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი