შალვა კერესელიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

0

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რეგიონში აქტუალური საკითხები განიხილა და მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების შედეგები შეაფასა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გიგლა ფოცხვერაშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ უფრო ეფექტური ფუნქციონირების ხელშემწყობ ფაქტორებზე იმსჯელეს. მხარის რწმუნებულმა სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა.

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონის კომპლექსური განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. აქტიურად ვმუშაობთ, რათა რეგიონში ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა უფრო გაძლიერდეს, ჩვენს ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცეთ განათლება კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ, შეჩერდეს მაღალმთიანი დასახლებებიდან დაწყებული მიგრაცია და წასულ მოსახლეობას უკან დაბრუნების მოტივაცია გაუჩნდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორს შორის ეფექტური კომუნიკაცია. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია შესაბამის უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს“ – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი