ვალეს მოსახლეობა გარე განათების მოწესრიგებას და ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობას ითხოვს

0

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვალეს მეორე შახტის დასახლებისა და სოფლების წინუბნის, ჯულღას, საძელისა და ხაკის მაცხოვრებლებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილეები შოთა როსტიაშვილი და შალვა ბერძენიშვილი შეხვდნენ.

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, სოფლებში არსებულ საჭიროებებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სოფლებში ძირითად პრობლემებად შიდა საუბნო გზებისა და ჩიხების მოწესრიგება, ასევე გარე განათებისა და ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობა დასახელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

ხელისუფლების წარმომადგენლები შეკრებილებს სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ესაუბრნენ. გარდა ამისა, ყურადღება მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც გაამახვილეს და მოსახლეობას 2020 წელს დაგეგმილი პროექტები და პრიორიტეტები გააცნეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში „ღია შეხვედრები“ დასკვნით ეტაპზეა, მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა.

კომენტარები

კომენტარი