თელავში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

თელავში მყარი ნარჩენების მართვის საკითხზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა. პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 2 ნაგავსაყრელის აშენებას გულისხმობს, მომავალი წელს 2 რეგიონში განხორციელდება.
„მე მაქვს 30-წლიანი გამოცდილება ნარჩენების მართვის კუთხით. ეს პროექტი მოიცავს ნაგავსაყრელების დეტალური დიზაინის გაკეთებას, ასევე მანქანა-დანადგარების შეძენას და შემდგომ სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას”, – განაცხადა პროექტის მენეჯერმა მატიას შონფელდმა.
მყარი ნარჩენების მართვის სერვისის მიწოდებაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა,რომლის თქმითაც აუცილებელია მომსახურეობა მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებზე,რასაც კონკრეტული პროექტი ითვალისწინებს.
კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა მიზნად ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის აშენებას ისახავს, სადაც ნარჩენების სეპარირება იქნება შესაძლებელი, ასევე პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა.
„მყარი ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისია, რასაც მუნიციპალიტეტები სთავაზობენ მოსახლეობას. შემდგომ განვითარებას საჭიროებს და მომსახურეობა უფრო მიახლოებული უნდა იყოს თითოეული მოსახლის საჭიროებაზე. ამ ყველაფერს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება, უფრო მეტი ურნა, მეტი ავტომობილი, რომელიც ამ ურნებს მოემსახურება და რაც მთავარია შესაბამისი ნაგავსაყრელი, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიურად ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა, ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ნაგავსაყრელის განთავსების შესაბამისი ლოკაცია კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის დამუშავების პროცესშია, მაგრამ ყველა ნორმის დაცვით, იზოლირებულ ადგილას განთავსდება.
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი გერმანიის განვითარების ბანკის (KTW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი