გურჯაანის მერიის ეზოში ელექტროგადამცემ ხაზებს  ცეცხლი გაუჩნდა

0

გურჯაანის მუნციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, გარე ფასადზე არსებულ ელ.გამანაწილებელ კარადაში მოკლე ჩართვის გამო,  ელექტროგადამცემ ხაზებს  ცეცხლი გაუჩნდა.

უსაფრთხოების მიზნით მერიის თანამშრომლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა შენობა დროულად დატოვეს. მომხდარის გამო, რამდენიმე წუთით, მერიის მუშაობა შეფერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი