ადიგენელმა “მწვანე ელჩებმა” ბორჯომში ხეები დარგეს

0

ბორჯომის პლატოს გამწვანების აქცია სოფელ არლის, ბენარისა და ლელოვნის მოსწავლეებმა, საკუთარი ინიციატივით მოაწყვეს.
აქციას ორგანიზება იმ მოსწავლეებმა გაუკეთეს, რომლებიც კამპანიაში „გაამწვანე პრობლემა“ არიან ჩართულნი.
მოსწავლეები კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კურსდამთავრებულები არიან და „მწვანე ელჩების“ წოდებაც აქვთ.
„მოხარული ვარ, რომ დავგეგმეთ დღევანდელი დღე.ვფიქრობ, რომ გარემოს დაცვა ჩვენი უმთავრესი ვალდებულებაა. ახალი ხე- ახალი სიცოცხლეა, ამიტომ გამწვანება თითოეულ ადამიანს უნდა სიამოვნებდეს. გარდა ხის დარგვისა დღევანდელი დღე გამორჩეულია, რადგან თანატოლებთან ერთად შევძელით შეგვეცვალა რაღაც უკეთესობისკენ“,- ამბობს  „რეგიონულ კვირასთან” ანი აკოფაშვილი.
აქციაში, დაახლოებით 20-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი