კახა კალაძე: ბლოკირება, გზის გადაკეტვა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, ეს არის კანონის დარღვევა

0

თბილისი მერმა კახა კალაძემ პარლამენტთან გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ბლოკირება და გზის გადაკეტვა კანონის დარღვევაა.

მისივე თქმით, კანონის დარღვევის უფლება არავის არ მიეცემა.

“გამოხატვის თავისუფლებას ვერ შეზღუდავს ვერავინ, ამის უფლებას ხალხი არ მისცემს არავის პირველ რიგში. ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ბლოკირება, გზის გადაკეტვა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, ეს არის კანონის დარღვევა. ამიტომ, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს კანონის ჩარჩოებში, რომ ეს ყველაფერი იყოს დარეგულირებული. არავინ არ უშლის ადამიანებს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ როდესაც არ არის ადამიანების იმდენი რაოდენობა, რომ გზის გადაკეტვა წარმოადგენდეს აუცილებლობას, ეს არის კანონის დარღვევა. კანონის დარღვევის უფლება არ მიეცემა არავის”, – განმარტა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი