საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქვემო და ზემო ხვითის სოფლების დამაკავშირებელი 2 კმ-იანი გზა სრულად რეაბილიტირდა

0

გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქვემო ხვითის ცენტრიდან ზემო ხვითის ცენტრამდე 2 კმ-მდე სიგრძის გზის რეაბილიტაციაზე 1 038 000 ლარი დაიხარჯა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების ნაწილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მხარდაჭერით, ნაწილი კი მთის ფონდის თანადაფინანსებით განახორციელა.

“გასულ წელს ქვემო ხვითში, რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე, გზის 1 070-მეტრიან მონაკვეთსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 661 970 ლარი იყო, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

2018 -2019 წლებში ორივე სოფელში ჯამში 3 კილომეტრზე მეტი გზა რეაბილიტირდა, რასაც 1 699 970 ლარი მოხმარდა.

ქვემო ხვითსა და ზემო ხვითში, ადგილობრივ მოსახლეობას  ამორტიზირებული გზის საფარი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უქმნიდა პრობლემებს. აღნიშნულ სოფლებში მძღოლებსა და ქვეითებს საგზაო ინფრასტრუქტურით გამოწვეული პრობლემები აღარ აწუხებთ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი