ირაკლი კობახიძე: მე არ დავიკავებ არცერთ საპარლამენტო თანამდებობას

0

ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე კონსულატაციები დაწყებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე კონსულატაციები დაწყებულია, გაგრძელდება კონსულტაციები და ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება გარკვეული მონახაზი. სასურველია, რომ უკვე მომდევნო პლენარულ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილებები. მე არ დავიკავებ არცერთ საპარლამენტო თანამდებობას, მე დაკავებული ვიქნები პარტიული საქმიანობით და შესაბამისად, შემიშლიდა ხელს რაიმე საპარლამენტო თანამდებობა ამ პროცესში,“ – განმარტა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი