რომან გოცირიძე მმართველ გუნდს “ბოქლომების ომს” უცხადებს (ვიდეო)

0

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მმართველ გუნდს “ბოქლომების ომს” უცხადებს.

დღეს მან პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს სიმბოლურად ბოქლომი დაადო და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

“გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ძალაში ტოვებს საკუთარ მოთხოვნებს, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გადადგეს მთავრობა და არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი