ზურა ხაჩიძე: მე პირადად, თავს შევაკლავ, ესენი თუ დაბრუნდნენ, არ დავუთმობ ნაცებს ჩვენს წამებას

0

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამათი მოსვლა უნდა ხალხს?! წარმოდგენა თუ გაქვთ ქვეყანაში რას დასტრიალებენ?! თუ გგონიათ, რომ რამეს ან ვინმეს დაინდობენ, ძალიან ცდებით”,- წერს ზურა ხაჩიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გუბერნატორის მოადგილე დღეს გამოეხმაურა. ნიკა გვარამიას გამოქვეყნებული პოსტი გააზიარა და კომენტარი გააკეთა.

„მე ისიც მეეჭვება, რომ ხალხი, ვინც ამათ ვებრძოდით წლების მანძილზე (ანუ უმრავლესობა და არა მათი 2000 კაცი, ვინც მათ ზურგს უმაგრებს დღეს) საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდებით, ან შიშველი ხელებით. მე ბევრისგან მსმენია, რას აპირებს ხალხი აქეთ მხარეს და მონაგონი იქნება ის, რაც გვახსოვს წლების წინ სამოქალაქო, შეიარაღებული დაპირისპირება რუსთაველზე!!! (ღმერთმა დაგვიფაროს ან ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ უღმერთოებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლების რომელიმე შტო) მე პირადად თავს შევაკლავ, ესენი თუ დაბრუნდნენ!”,- წერს ზურა.
პოსტის ბოლოს გუბერნატორის მოადგილე ვიდეოს ლინკს აბამს, რომელშიც თბილისის ომია ასახული. ზურა ხაჩიძე ახალგაზრდებს ვიდეოს ყურებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კარგად უნდა გაიაზრონ ის წლები, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მართავდა ქვეყანას.

„აი, ახალგაზრდებო რა ხდებოდა იმ ავბედით წლებში! კარგად ნახეთ! მე პირადად არ დავუთმობ ნაცებს ჩვენს წამებას, თუნდაც ეს სისიხლის ფასად დამიჯდეს“,- წერს გუბერნატორის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნას, საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ. პარლამენტის წინ აქცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი