ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს განახლდა

0

15 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლთან 4 დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. პროცესს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე უძღვება.  დაკავებულებს ბრალად აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირება ედებათ. პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს რასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე იცავს.
სასამართლო პროცესზე ის პოლიციელებიც დაიკითხნენ, რომლებიც 15 ნოემბერს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
“15 ნოემბერს ვასრულებდი სამსახურეობრივ მოვალეობას, შემოვიდა შეტყობინება მთავრობის სახლის პიკეტირების შესახებ, მივედით ადგილზე და ვნახეთ, რომ პიკეტირებული იყო აღნიშნული შენობა. თანამშრომლებს არ ქონდათ შესაძლებლობა შიგნით შესულიყვნენ და თავიანთი საქმიანობა განეხორციელებინათ. მრავალჯერ განუმარტეს პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს, რომ მიეცათ საშუალება მთავრობის სახლში მომუშავე პირებისთვის შიგნით შესულიყვნენ, რაზეც არ დაგვემორჩილნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დავაკავეთ ადმინისტრაციული დანაშაულის ბრალდებით”, – განმარტა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.
“ეს არის სიცრუე, არ მოგვიხდენია პიკეტირება, 15 ადამიანი ვიდექით და როგორ მოვახდენდით ამ ყველაფერს, შიგნით იყვნენ თანამშრომლები, ჩვეულებრივად მუშაობდნენ, შიგნით შესვლაც შეეძლოს. მე დამაკავა საპატრულოს სხვა თანამშრომლებმა, პოლიციის უფროსმა და არა ამ პოლიციელებმა რომლებიც დღეს არიან მოწმეს სახით წარმოდგენილნი. მე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი საჯარო სამსახურში და კარგად ვიცი რა არის შენობის პიკეტირება”, – განაცხადა აქციის დროს ერთ- ერთმა დაკავებულმა რევაზ ხარაზმა.

კომენტარები

კომენტარი