რატი იონათამიშვილი: “ქართული ოცნება” გამოკვეთილად ლიდერობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს აფასებს. მისი თქმით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, პარტია “ქართული ოცნება” გამოკვეთილად ლიდერობს.

“ხვალ, რომ არჩევნები იყოს გამოკვეთილად ლიდერობს “ქართული ოცნება”. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ ხმების რაოდენობასაც, რომელსაც ამ გამოკითხვაში ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული და როგორც ჩვენ ვიცით, ეს კატეგორია ტრადიციულად სწორედაც, რომ სამთავრობო პარტიის მხარდამჭერია, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ 50%-ზე მაღალი შედეგი იდება ამ შემთხვევაში”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემდა, “ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ კი 15 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები