ხულოში ნაზი ქარცივაძის საიუბილეო საღამო გაიმართა

0

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნაზი ქარცივაძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხულოს საბიბლიოთეკო დარგის მუშაკის, პედაგოგის, მსახიობისა და ანსამბლ “ბერმუხა“-ს სოლისტის – ნაზი ქარცივაძის 85-ე იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნა. ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტეის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, იუბილარის მეგობრები, ახლობლები, კოლეგები, საჯარო მოხელეები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნაზი ქარცივაძე წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მოგვიანებით, მუშაობა გააგრძელა ხულოს საბავშვო ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამგედ. პარალელურად ემსახურებოდა ხელოვნებას. ის, აქტიურად ერთვებოდა ხულოს რაიონში ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, იყო ანსამბლ ,”ბერმუხას“ სოლისტი.

იუბილარს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ჯილდოები “აჭარისა და საქართველოს საპატიო ბიბლიოთეკარის წოდება“ დიპლომები, სიგელები და ფულადი საჩუქრები.

იუბილარს დღევანდელი დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მეგობრებმა და თანამშრომლებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ნაზი ქარცივაძის დამსახურებაზე, ღვაწლსა და მოღვაწეობაზე. ღონისძიების კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები, და ქედის ანსამბლი “ელესა”.

კომენტარები

კომენტარი