სოფელ ეცერთან ხანძარი ლოკალიზებულია

0

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

დილიდან ხანძრის ქრობის სამუშაოებში დამატებით  90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ხანძარი ტყეში გუშინ გამთენიისას გაჩნდა. რთულად მისადგომი რელიეფისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო დაბალი ხილვადობის მიუხედავად, მეხანძრეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – დავით ფარცვანია და ნინო ვიბლიანი.

კომენტარები

კომენტარი