რუსთაველზე აქციის დროს დაშავებული 4 ადამიანიდან ერთი საავადმყოფოში რჩება – პოლიციელს ოპერაცია დასჭირდა
რუსთაველზე საპროტესტო აქციის დროს დაშავებული 4 ადამიანიდან ერთი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
დაზარალებული სამართალდამცველია. “კავკასიის მედიცინის ცენტრის” დირექტორის, ნათია ნუცუბიძის თქმით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი კლინიკიდან გაწერა დღის ბოლოს იგეგმება.
”გუშინ შემოყვანილ იქნა დაზარალებული პოლიციელი, რომლესაც ბლაგვი საგნით ჰქონდა ტრამვა ცხვირის არეში. პაციენტს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა ცდომით. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, კონკრეტულად ცხვირის მოტეხილი ძვლების ფიქსაცია. პაციენტი გუშინვე იქნა გადაყვანილი საპალატე რეჟიმში, მდგომარეობა სტაბილურია. დღეს დღის ბოლოსკენ ვგეგმავთ გაწერას”,- განმარტა ნუცუბიძემ.
შსს-ს ინფორმაციით გუშინ რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი სამართალდამცველია.