ანა დოლიძე: საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული ადამიანების უფლებებს სასამართლოს წინაშე დავიცავ
ვიცი, რომ არც ერთ მოქალაქეს, რომელსაც გამოხატული აქვს პოლიტიკური შეხედულება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებში სამართლიანი სასამართლო არ ექნება, – ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.
“ვიცი, რომ არც ერთ მოქალაქეს, რომელსაც გამოხატული აქვს პოლიტიკური შეხედულება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებში არ ექნება სამართლიანი სასამართლო. ეს არის ნამდვილი პოლიტიკური რეალობა. ამიტომ ვარ მოწოდებული, რომ ამ 18 ადამიანის უფლებები დავიცვა სასამართლოს წინაშე, რომ მათი ყველა კონსტიტუციური გარანტია იყოს უზრუნველყოფილი,” – განმარტა დოლიძემ.
შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 18 პირი დააკავეს.