ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინაშვილის უკანონო დაკავების საკითხი განიხილა

0

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ერიკ დანიელ ბუნსკოგთან.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო დაკავება. ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

საქართველოს მუდმივიწარმომადგენლის განცხადებით, ამგვარი საგანგაშო მდგომარეობა საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დროულ და ეფექტურ რეაგირებას. ვიქტორ დოლიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წითელი ჯვარი წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეღწევა და თხოვნით მიმართა ICRC-ს წარმომადგენლებს, მომავალში გათვალისწინებულ იქნას მათიოპერატიული მოქმედების მნიშვნელობა.

ვიქტორ დოლიძემ ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მონახულებისათვის და თხოვნით მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში, ოჯახის წევრებისთვის უზრუნველყოფილ იქნას ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების შესაძლებლობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ ყოველდღიური კავშირი აღნიშნულ საკითხზე და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ გაცვალონ ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი