ბოლნისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

ბოლნისში  მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლად გარემონტებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმოდ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა გახსნეს.
​ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაღი შეემატა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. ეს გახლავთ არსებული 12 ბაღიდან მე-11, რომლის კაპიტალური რეაბილიტაცია სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა და ეს ინფრასტრუქტურული სამუშოებიც ამის დასტურია.
მინდა დღევანდელი დღე ბაღის აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს გულითადად მივულოცო“ , – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სველი წერტილები, ეზო, გამოიცვალა სახურავი, განახლდა ბაღის ინვენტარი. ბაგა-ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ, სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. სამუშაოები რეგიონში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, განხორციელდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 418470 ლარი შეადგინა. ახლადრეაბილიტირებული ბაგა-ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები