“ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს“ – ხობში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

0

სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს, პატარა ფოთის, ჭალადიდისა და ახალი სოფლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების და გარე განათების პრობლემა დაასახელა.

“2020 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის აზრს ჩვენთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ მოსახლეობას აქვს გარე განათების პრობლემა, რაც ფაქტობრივად უკვე მოგვარებულია, რადგან მიმდინარეობს განათების დაპროექტების სამუშაოები“, – განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი