გორში სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

0

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოციალურ საკითხებზე მომუშავე, მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მრჩეველთა საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, პაატა ივანიშვილმა საბჭოს წევრებთან გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მუშაობის პრინციპი განიხილა.

“შეხვედრაზე, საბჭოს წევრებმა 2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ დეტალებზე და მუნიციპალიტეტის მხრიდან, სოციალური პროგრამების და სერვისების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. მერიის, სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ერთობლივად იმსჯელეს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის შემწეობის მოხსნის პროცესებში ჩართულობის შესაძლო მექანიზმებსა და მუნიციპალიტეტის მიერ, სოციალური საცხოვრისში მონიტორინგის ეფექტურ ინსტრუმენტებზე. გორის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2016 წელს წელს ჩეხური ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ” “PIN “- ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საბჭო 2018 წლიდან მერიის დაქვემდებარებაშია და ადგილობრივი ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას სოციალური საკითხების გაუმჯობესების მიზნით”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი