ფოთში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე,70 წლამდე ასაკის მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი ნაჯახით დაჭრა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი 40 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ფოთის „ევექსის“ ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა „რეგიონულ კვირას“ განუცხადა.
“პაციენტი საკუთარი ფეხით შემოვიდა 14 საათზე და 10 წუთზე. მას აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა თხემის არეში და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
40 წლამდე მამაკაცი მედიკოსების თქმით, დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბინაზე გაეწერება.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები