გორში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჯამში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ხელშეკრულების მიხედვით, 1 079 419 ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”- ი აწარმოებს.

“2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომელიც მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ახლადრეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ხუთი სოფლის მოსახლეობის, 7 000 – მდე ადგილობრივი, ისარგებლებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი, გარდა მეჯვისხევისა და ახალუბნისა, ერთმანეთთან აძვს, ჯარიაშენისა და მუმლაანთ კარსაც აკავშირებს. გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელი არ განხორციელებულა. საპროექტო მონაკვეთები წარმოადგენდნენ სასოფლო გზებს, რომლის პარამეტრები დარღვეული იყო. არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები იყო მნიშვნელოვნად დაბინძურებული და ვერ ატარებდა ნალექების შედეგად შეგროვილ წყლის რაოდენობას. არსებული გზის საფარი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. გზის გასწვრივ გაიწმინდა და მოეწყოს ახალი სანიაღვრე სისტემაც”,- ნათქვამის გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები