თორნიკე რიჟვაძე: ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” აჭარაში(ვიდეო)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აჭარაში ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, რაც საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა.
“ჩემს შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერი”,- განაცხადა რიჟვაძემ.
რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რიჟვაძის თქმით, სამწუხაროა რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩავარდა.
”სამწუხაროა, რომ ინიციატივამ, რომელსაც ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ვალდებულები ვართ 2024 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩავატაროთ. რაც შეეხება აჭარის კონტექსტს, ჩვენი რეგიონი არის ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყანაში ეროვნულ დონეზე არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები