ბათუმში, მთავრობის სახლთან თამბაქოს მწარმოებლების აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან კიდევ ერთი აქცია დაიწყო. მაღალმთიანი აჭარიდან თამბაქოს მწარმოებლები ჩამოვიდნენ, ისინი თამბაქოზე დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პრობლემასთან დაკავშირებით, ქედაში აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართეს. მოთხოვნები უცვლელია, ისინი თამბაქოზე აქციზის გადასახადის მოხსნას მოითხოვენ. თამბაქოს მწარმოებლები ამბობენ, რომ 1 კილოგრამ წარმოებულ ნედლეულზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც გლეხებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურუძე. მისი თქმით, ფერმერები ემიჯნებიან მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციას, ამბობენ რომ მათი შეკრება არ არის პოლიტიზირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები