ფოთის საკრებულომ თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას უფლებამოსილება შეუჩერა

ფოთის საკრებულოში თავმჯდომარეს – ირაკლი კაკულიას უფლებამოსილება შეუჩერეს. როგორც საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით საკრებულოს ფინანსური პოლიციის საგანოძიებო სამსახურმა მიმართა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ირაკლი კაკულია 2 მოქმედ, ერთ ყოფილი საჯარო მოხელესთან ერთად 8 ნოემბერს დააკავა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულებს ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა 10 ნოემბერს შეუფარდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობა.
აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებამ კიდევ 7 პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. შვიდივეს გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიას და გივი ბადაშვილს კი გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები