თხილვანის მოსახლეობას ვახტანგ ბერიძემ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა გრძელდება. ვახტანგ ბერიძემ თხილვანის მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მერმა, მოსახლეობას დეტალურად გააცნო მიმდინარე წელს, თხილვანის თემში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე, მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, სოციალური და კულტურული პროგრამების შესახებ, რომლებითაც თხილვანის თემის მოსახლეობამ ისარგებლა მიმდინარე წლის განმავლობაში.

“ჩემო თხილვანელებო, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა ეს წელი თითეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ, ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ ბევრი საინტერესო პროექტი თქვენს თემში. ყველა წარმატება რაც ჩვენ ერთად გვქონადა არის თქვენი დამსახურება. თუმცა, გვაქვს გამოწვევებიც რომლებსაც ჩვენი ერთად დგომით დავძლევთ და მოვაგვარებთ“ – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან ანგარიშის წარდგენისას.

ხულოს მერის ინიციატივით ანგარიშის წარდგენა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები