ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ღორჯომის მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა გრძელდება. დღეს ვახტანგ ბერიძემ ღორჯომის მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მერმა, მოსახლეობას დეტალურად გააცნო მიმდინარე წელს, ღორჯომი თემში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე, მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, სოციალური და კულტურული პროგრამების შესახებ, რომლებითაც ღორჯომის თემის მოსახლეობამ ისარგებლა მიმდინარე წლის განმავლობაში.

“ჩემო ღორჯომელებო, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა ეს წელი თითეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ, ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ ბევრი საინტერესო პროექტი თქვენს თემში. ყველა წარმატება რაც ჩვენ ერთად გვქონადა არის თქვენი დამსახურება. თუმცა, გვაქვს გამოწვევებიც რომლებსაც ჩვენი ერთად დგომით დავძლევთ და მოვაგვარებთ“ – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან ანგარიშის წარდგენისას. ა

ნგარიშის წარდგენას ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერის მოადგილე ასლან შაინიძე, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. ხულოს მერის ინიციატივით ანგარიშის წარდგენა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები