ბათუმში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია მიმდინარეობს

ბათუმში საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით, „თეთრი ხალათები“ მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორი “მედცენტრის” ექიმი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ლევან გვასალიაა.
,,ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა ჩვენი დროის გმირს, ექიმს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო სამართალდამცველების მიერ წარდგენილ ბრალს “საზღვრის” უკანონოდ გადალახვის შესახებ არ აღიარებს!
როცა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა: რა საზღვარი? რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! და კიდევ, ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებითო!” – აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა “,- განაცხადა ლევან გვასალიამ.
აქცია სახელწოდებით “თეთრი ხალათები” მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას, ერთდროულად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა.

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები