ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

8 ნოემბერს აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ ტერკთან 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები