პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით მოხდება – ხობში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულების ბიას,ნოჯიხევის, პირველი გურიფულისა და პირველი ხორგას მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება გამოკვეთა.

ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი(დაჩი) ბერაიას განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

დღეს გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები