ჰეშთეგით #ამოაყირავემაჟორიტარიზუგდიდის სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყო

ჰეშთეგით  #ამოაყირავემაჟორიტარიზუგდიდის სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყო.

ქსელის მომხმარებლები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიასა და ედიშერ თოლორაიას საარჩევნო სურათებს აზიარებენ, სადაც ჩანს მათი პლაკატები, რომლებიც კედელზე უკუღმაა მიკრული.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 14 ნოემბერს აქცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გამართეს.

მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები