ბათუმში აქციის მონაწილეებმა გზაზე კარვის გაშლა სცადეს – პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა

ბათუმში, მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებს გზაზე კარვის დადგმა სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

“ჩვენ ვაპირებთ აქ დარჩენას, დღეს საღამოს ჩავრთავთ დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერს და დავაკვირდებით თბილისში მიმდინარე მოვლენებს, ამიტომ გადავწყვიტეთ კარვის გაშლა გზაზე. არ ვაპირებთ დაშლას”, – ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.

ამ დროისთვის, კარვები ტროტუარზეა განთავსებული. აქციის მონაწილეები აჭარის პოლიციის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის მოწოდებას დაემორჩილნენ და კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაიტანეს.
ამასთან, ბათუმში მთავრობის სახლის წინ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებთან აქციაზე მანუჩარ ვერულიძე მივიდა, რომელიც ირწმუნება, რომ ამ დრომდე “ქართული ოცნების” ქობულეთის ორგანიზაციის წევრი იყო. ის ასევე ამბობს, რომ მან “ქართული ოცნების” დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიღო.  მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ მანუჩარ ვერულიძე არასოდეს ყოფილა “ქართული ოცნების” წევრი და შესაბამისად, ის განცხადება, რაც დღეს მიმდინარე აქციაზე გააჟღერა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, დედაქალაქის პარალელურად, აქცია სახელწოდებით “ერთად ერთის წინააღმდეგ”,  ბათუმშიც მიმდინარეობს. აქცია მცირერიცხოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები