ბათუმში მიწისქვეშა სამუშაოებისას მუშას რკინის კონსტრუქცია დაეცა და ფეხი დაკარგა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მიმდინარე მიწისქვეშა კომუნიკაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მუშას რკინის კონსტრუქცია დაეცა, რის შედეგადაც, ფეხი დაკარგა, მეორემ კი კიდურების მძიმე დაზიანება მიიღო.
„აბუსერიძის 23-ში მოხდა შემთხვევა. მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობდა. ერთ მუშას ფეხი აქვს დაკარგული, მეორეს კი მძიმე დაზიანებები აღენიშნება“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
აბუსერიძის ქუჩაზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები