ვანში “გალაკტიონობა 2019” აღინიშნა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში ღონისძიება “გალაკტიონობა 2019″ გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და იმერეთში სახელმწიფო რწმუმებული – ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ. სტუმრებმა გალაკტიონის ძეგლს პატივი მიაგეს. იუბილის ფარგლებში ვანის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ფოტოგამოფენა ,,შემოდგომა’’.
” ვანში ვზეიმობთ გალაკტიონის 128 წლის იუბილეს,ყოველწლიურად გალაკტიონობას მასშტაბური სახალხო ღონისძიების სახე აქვს.ღონისძიებაში ჩართულია როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი,ასევე სკოლები ,კულტურის სამსახურები. მთელი რეგიონიდან გვყავს სტუმრები.წელს უკვე ბევრი ტურისტიც გვესტუმრა.”_აღნიშნა ვანის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა ნანა ლილუაშვილმა.

“დღეს მთელი საქართველო აღნიშნავს გალაკტიონობას,განსაკუთრებით კი ვანი ხვდება ამ დღეს ღონისძიებებით. სასიხარულოა ის რომ ბევრი ტურისტი და ესტუმრა გალაკტიონის მშობლიურ სოფელს.”- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუმებულმა ზვიად შალამბერიძემ.
“გალაკტიონობის”ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ტაბლა ეზოში, შემოდგომის ნობათით, ხილით, ჩირითა და ღვინით. მსახიობმა აბელი სოსელიამ წარმოადგინა ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი გალაკტიონის მემორიალურ სახლში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები