ცაგერში ლეჩხუმის პირველობაზე დოღი გაიმართა

ბოლო რამდენიმე წელია ცაგერის მუნიციპალიტეტში, ნოემბრის თვეში, ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე ლეჩხუმის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი იმართება.

ტრადიციისამებრ, შეჯიბრი ლეჩხუმის ჩემპიონობის გარდამავალ თასზე წელსაც გაიმართა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ესწრებოდნენ.

საცხენოსნო რბოლა მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა “რეგიონულ კვირას“ გაუნცხადა, საცხენოსნო სპორტი ცაგერში ძალიან პოპულარულია.

“მონაწილეობას დოღში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან 12 ცხენოსანი იღებდა , იყო შესარჩევი გარბენები და საბოლოოდ ექვსი საფინალო მხედარი გამოირჩა, დასკვნით გარბენში კი გამოვლინდა გამარჯვებული, სოფელ ნასპერის მკვიდრი გენადი ფრუიძე, რომელმაც ყველაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. მას მერიიდან ფულადი პრიზი, გარდამავალი თასი და საპატიო სიგელი გადავეცით”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები