ვაჟა სირაძე: პარლამენტთან პოლიციური ძალებია მობილიზებული, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით პარლამენტთან დაგეგმილი აქციიდან გამომდინარე ადგილზე პოლიციური ძალებია მობილიზებული, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
“დაგეგმილია პარლამენტთან აქცია, შესაბამისად შსს-ს ადგილზე მობილიზებული ჰყავს პოლიციური ძალები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავენ. ასევე, შსს ყველას მოუწოდებს, რომ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილონ და არ დაარღვიონ კანონი. დეპარტამენტს აქვს თავისი აღჭურვილობა და არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არავის არ აქვს. ყველგან განთავსებულია შესაბამისი პოლიციური ძალები, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცირე რაოდენობით წარმომადგენლები, რომლებიც არიან მხოლოდდამხოლოდ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება”,- განმარტა სირაძემ.
დღეს თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები