სოფელ ენთელთან BMW-ს მარკის ავტომობილი დაიწვა

ადიგენში, სოფელ ენთელთან BMW-ს მარკის ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

“მანქანა სულ დაიფერფლა, ვერაფერი უშველეს. ცეცხლის გაჩენა სავარაუდოდ, შეჯახებამ გამოიწვია”,-ამბობენ თვითმხილველები.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები