კახა კალაძე: ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი!

საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში-კი გმირობა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე წერს და ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის გატაცებას ეხმაურება.

“საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში-კი გმირობა.

ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი!!!
ვაჟა ექიმი-წლებია ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით ❤
დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში.ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს აქ-საკუთარ მიწა-წყალზე!
პ.ს.მუშაობს ყველა სტრუქტურა,რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში.
#თავისუფლებავაჟაგაფრინდაშვილს,” – წერს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები