ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხობის მუცინიპალიტეტის, თორსის, ხამისკურის, ხეთისა და პირველი მაისის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

ხობის მუნციპალიტეტის მოსახლეობამ ძირითად პრობლემებად, შიდა გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების გაწმენდა და სასმელი წყლის პრობლემები გამოკვეთა.

ხობის მუნიცილაპიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას განცხადებით, აღნიშნული შეხვედრების ფორმატი ხელს უწყობს მოსახლეობის მეტ ჩართულობას, მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პროექტების დაგეგმარებაში.

სამთავრობო პროექტ “ღია შეხვერდების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს, ხობისა და ზუგდიდის 7 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია, სამეგრელო ზემო-სვანეთის ვიცე-გუბერნატორი დავით ფარცვანია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები