ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში საპროტესტო აქცია  მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბათუმის ქუჩებში გადაადგილდებიან და მოსახლეობას მოუწოდებენ შეუერთდნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია – პროპორციული საარჩევნო სისტემა.
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გუშინაც გაიმართა. აქციის მონაწილეებს შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ . მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – თორნიკე რიჟვაძეს ხვალ 3 საათამდე  მისცეს ვადა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება – ემიჯნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები