ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაბა ლენტეხის მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

ლენტეხში, დაბა ლენტეხის მოსახლეობასთან “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი, გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ.

საფინალო შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა და მოსახლეობამ იმ პრობლემებზე და საჭიროებებზე ისაუბრა, რაც მათ აწუხებთ.

მხარის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ “ღია შეხვედრები“ ლენტეხის მოსახლეობასთან იყო საინტერესო, საქმიან რეჟიმში და ადამიანებს  საშუალება ჰქონდათ თავიანთი საჭიროებები კიდევ ერთხელ გამოეთქვათ.

“ჩვენ გავაცანით მათ სახელმწიფოს ხედვები, მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით. მოვისმინეთ არსებული პრობლემები, დავსახეთ პრობლემების გადაწყვეტის გზები. გამოიკვეთა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს სასმელი წყლის, შიდა სასოფლო გზების ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები. მნიშვნელოვნადაა მოსაწესრიგებელი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურაც. ეს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა სტიქიური მოვლენების სიხშირით. გასულ წელს, სახელმწიფომ ამ მიმართულებით 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, გზების და ხიდების აღდგენა მოხდა მყისიერად. მომავალ წელსაც გავაგრძელებთ დარჩენილ სამუშაოებს. ერთი სიტყვით, ყველა ის პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, შემდეგ წლებში ასახვას პოვებს ბიუჯეტში“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის თქმით, თითქმის ყველა სოფელში იყვნენ ხალხთან მისულები,დარჩენილი იყო სამი სოფელი,მათ შორის დაბა ლენტეხი და ამ შეხვედრით “ღია შეხვედრების“ ფორმატი მოსახლეობასთან დასრულდა.

“ვცდილობთ, რომ ამ შეხვედრებმა გამოიღოს ისეთი შედეგები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება და ჩვენც. გამოკვეთილი პრობლემები ჩვენთვის უცხო არ იყო,მაგრამ ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ გავიაზრეთ და დავსახეთ გადაჭრის გზები“, – განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები