სოფელ ტინისხიდში 32 წლის კაცს ეძებენ

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტინისხიდში 32 წლის კახა ავაზნელს ეძებენ. ის სახლიდან ერთი კვირის წინ გავიდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” დაკარგულის დამ, ანა ავაზნელმა განუცხადა, მის ძმას ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება. ოჯახი გაუჩინარების კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებს.

“უკვე ერთი კვირაა ვეძებთ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მეტყველების პრობლემა აქვს ჩემს ძმას. თავზარდაცემულები ვართ, სად უნდა წასულიყო არ ვიცით. დილით სოფლის ბირჟაზე გავიდა,თუმცა დამნახავიც არავინაა. სად წავიდა ამხელა კაცი. მოვიდნენ პოლიციელებიც და ისინიც ეძებენ. ახალი არაფერია”, – განაცხადა ანა ავაზნელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები