მარნეულში მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ – კულტურათა დიალოგი“ გაიმართა

მარნეულში  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ – კულტურათა დიალოგი“ გაიმართა.
ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – ლია გიგაური და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი ესწრებოდნენ.
მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა „რეგიონულ კვირასთან„  აღნიშნა რომ მარნეული ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების კარგი მაგალითია.
„ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტორელანტობისადმი მიძღვნილი ფესტივალი სწორედ მარნეულში ტარდება. მარნეული არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური მუნიციპალიტეტი. აქ თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და მარნეული არის თანაცხოვრების მოდელი”,- აღნიშნა ზაურ დარგალმა.
ფესტივალი, 2009 წლიდან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, წელიწადში ორჯერ, სხვადასხვა რეგიონში იმართება.
ტრადიციულად, ფესტივალში ჩართულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები