ქუთაისში, სპორტის დამსახურებული მოღვაწის, სულიკო თორთლაძის 100 წლის იუბილე აღინიშნა

ქუთაისში, დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის, სულიკო თორთლაძის 100 წლის იუბილე აღინიშნა.

დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში. მის საცხოვრებელ სახლში გაიხსნა სპორტსმენის ბარელიეფი.

საიუბილეო პროგრამის ფარგლებში, მოეწყო ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია და აჩვენეს ფილმი, რომელიც სულიკო თორთლაძის სპორტულ ცხოვრებას ასახავს.

სულიკო თორთლაძე ქუთაისში დაიბადა. თამაშობდა ქუთაისის “დინამოსა” (1938-40, 44) და თბილისის “დინამოში” (1945-52). მან აღზარდა ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ზურაბ გრძელიძე და გელა დარსაძე.

ღონისძიებებს სულიკო თორთლაძის ოჯახის წევრები, ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და (ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. ღონისძიებები ქუთაისის მერიის და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები